Робота для біженців з України
დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: მაილაბი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
2023 წელს დაფუძნებული ქართულ-ებრაული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია "მაილაბი" აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს და თანამედროვე დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიებს, რათა საქართველოში პაციენტებს სანდო, ზუსტი და ეფექტური ლაბორატორიული მომსახურება შესთავაზოს, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

სამედიცინო ლაბორატორია "მაილაბი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი. გრიბოედოვის 39
სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი-პარასკევი 10:00-16:00;
სახელფასო სარგო: 500 ლარი (ნეტი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის ტერიტორიაზე სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** დასუფთავებისთვის საჭირო, სამეურნეო საშუალებების, მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი დროული გამოთხოვა ;
** გენერალური დასუფთავების უზრუნველყოფა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანობა და მობილიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსებით);
** Fitpass-ში ჩართვის შესაძლებლობა;
** ლაბორატორიულ კვლევებზე ფასდაკლება (ეხებათ ოჯახის წევრებსაც);

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;

კანდიდატის მხრიდან მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: s.arjevanidze@mymedlab.ge;
შპს სამედიცინო ლაბორატორია "მაილაბი" დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს. კომპანია მოტივირებულია და აკონტროლებს, რომ სამუშაო ადგილზე არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: s.arjevanidze@mymedlab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა, 2026 წლის 30 ივნისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე