Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=725391&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: დიჯიტრონი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
კომპანია "Digitron" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე სააღრიცხვო პროგრამა ბალანსის გუნდში.

პროგრამა ბალანსი მინი-ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.

ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი
ხანგრძლივობა: 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

ფუნქცია/მოვალეობები:

** სააღრიცხვო პროგრამა "ბალანსის" კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტური მართვა: მომართვების აღრიცხვა CRM პროგრამაში, შეხვედრების ორგანიზებასა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა
** კლიენტების საჭიროებების შესწავლასა და გადაწყვეტის გზების პოვნაში მონაწილეობის მიღება
** კომერციული წინადადებების მომზადებაში ჩართულობა
** კლიენტთან საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება და კლიენტის მხრიდან ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hr@balance.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ - "ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების უმცროსი სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 12.06.2026

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს (აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია