|
დასახელება:
საოპერაციო დირექტორი
|
| მომწოდებელი:
ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ საოპერაციო დირექტორის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი საავტომობილო კომპანიისთვის.
ძირითადი პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, დიღომი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: 8 000-10 000 ლარი ხელზე ასაღები. კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე შესაძლებელია ანაზღაურებაზე შეთანხმება
ძირითადი მოთხოვნები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მსგავსი მიმართულებით;
** აუცილებელია საოპერაციო დირექტორის (COO) ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია საავტომობილო, მძიმე ტექნიკის, ლოგისტიკის ან მსგავსი სექტორიდან)
** გუნდის მართვის ძლიერი ლიდერული უნარები;
** ბიზნეს-პროცესების მოდელირებისა და ცვლილებების მართვის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** პროცესების ოპტიმიზაცია/ცვლილებების მართვა: მიმდინარე ბიზნეს-პროცესების ანალიზი, სუსტი წერტილების იდენტიფიცირება და ახალი, ეფექტური სამუშაო სტანდარტების დანერგვა
** კომპანიის გრძელვადიანი ბიზნეს-სტრატეგიის გარდაქმნა მოკლევადიან, ტაქტიკურ საოპერაციო გეგმებად და მათი შესრულების კონტროლი.
** კომპანიის საოპერაციო ერთეულების მართვა: კომპანიის სტრუქტურაში შემავალი ძირითადი საოპერაციო მიმართულებების - საცალო შოურუმების, სერვის-ცენტრისა და სასაწყობო/ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სრული კოორდინაცია და ყოველდღიური მართვა.
** ოპერაციული რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული სისტემების დანერგვა
** პროცესების ავტომატიზაცია
** შესრულების ხარისხის (KPI) მონიტორინგი: საოპერაციო გუნდებისა და ხელმძღვანელებისთვის ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების პერიოდული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან
** გუნდის ლიდერობა და მოტივაცია: შუა რგოლის მენეჯერების მართვა, მათი პროფესიული მხარდაჭერა და გუნდში მაღალი საოპერაციო დისციპლინისა და ჯანსაღი კლიმატის შენარჩუნება.
** დეპარტამენტებს შორის კოორდინაციის ჩამოყალიბება კომპანიის ერთიანი მიზნების მისაღწევად და რესურსების ოპტიმალური გადანაწილებისთვის.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 11 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა
** ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
** პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან, ტესტირება ექსელში
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/ZfMVdH2NJzeoproT8
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@hr4b.ge.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|