Робота для біженців з України
საოპერაციო სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო სპეციალისტი
მომწოდებელი: ფორსაით ინვესტმენტ გრუპ
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"Foresight Brokers" ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც საქართველოს კაპიტალის ბაზარზე კლიენტებს საინვესტიციო პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი მიზანია ქვეყნის ფინანსური სისტემის დივერსიფიკაცია და დამოუკიდებელი საინვესტიციო პლატფორმის განვითარება.

გუნდის გაფართოების ფარგლებში ვეძებთ საოპერაციო სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს საბროკერო მიმართულების ყოველდღიური ოპერაციების შეუფერხებელ მუშაობას.

ლოკაცია : მარშალ გელოვანის გამზ. 52, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების ტრანზაქციების ყოველდღიური დამუშავევა, დადასტურება
** საბროკერო პლატფორმის საოპერაციო პროცესების მართვა და მონიტორინგი
** შიდა გუნდთან კოორდინაცია ტრანზაქციებთან და ანგარიშგების საკითხებთან დაკავშირებით
** საოპერაციო ჩანაწერების ზუსტად და დროულად შესრულების უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საოპერაციო, საბანკო ან ფინანსურ სფეროში
** სიზუსტე, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური და ორგანიზებული მუშაობის უნარი
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის კარგი ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel) კარგი ცოდნა უპირატესობა მიენიჭება
** კაპიტალის ბაზრის ან საბროკერო სფეროს გამოცდილებას
** ფინანსური ინსტრუმენტებისა და ანგარიშგების პროცესების ცოდნას კომპანია გთავაზობთ
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (განიხილება გასაუბრებაზე)
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში
** დინამიკურ სამუშაო გარემოს განაცხადის წესი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV PDF ფორმატში (სასურველია ინგლისურ ან ქართულ ენაზე) ელ .ფოსტაზე: info@foresight.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 ივნისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე