|
დასახელება:
ხარისხის მართვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
სამეურნეო პროექტის ფარგლებში, ცხადდება ვაკანსია ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საგარეჯო, კახეთი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ძირითადი მოვალეობები:
** ISO 22000 სტანდარტის შესაბამისი სისტემების კონტროლი და მართვა;
** მონაწილეობა პროდუქციის წარმოების კონტროლში ხარისხის და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
** დადგენილი სტანდარტების მიხედვით, საწარმოს მუშაობის პროცესის მართვა და კონტროლი, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა;
** ხარისხის მართვის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა და კონტროლი;
** სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
** დალაგება-დასუფთავებისა და რეცხვა-დეზინფექციის მონიტორინგი გეგმის მიხედვით;
** საწარმოში არსებული ხელსაწყოების მუშაობის სიზუსტის კონტროლი, შესაბამისი მონაცემთა ჩანაწერების წარმოების კონტროლი;
** ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
საჭირო უნარები:
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მსგავს სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება: 2500 ლარი
კომპანია უზრუნველყოფს:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ტრანსპორტირებას თბილისიდან.
საკონტაქტო ელფოსტა: Recruitmentgeteway@gmail.com.
|
|
|
|