|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Award
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
პოზიციის დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული/შეთანხმებით
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა).
** კონტენტის დაგეგმვა და განთავსება.
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა.
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეტყობინებებზე პასუხი.
** სოციალური მედიის ანალიტიკის მონიტორინგი.
** ბრენდის ცნობადობის ზრდაზე მუშაობა.
** ფოტო/ვიდეო კონტენტის იდეების შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სოციალური მედიის პლატფორმების კარგი ცოდნა.
** Meta Ads Manager-ის ცოდნა.
** კრეატიული ხედვა და კომუნიკაციის უნარი.
** Canva, CapCut ან მსგავსი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 29/06/2026.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|