Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=725171&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: არქ-კონი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
კომპანია "არქ-კონი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შიდა და გარე გადაზიდვების შესრულება;
** დადგენილი მარშრუტის დაცვა და დროული მიწოდება;
** ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვაში დახმარება;
** მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
** შესყიდვების მენეჯერთან მუდმივი კომუნიკაცია და სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
** მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციისა და სიების სიზუსტის კონტროლი ტრანსპორტირებისას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
** მართვის მოწმობა: B კატეგორია (სავალდებულო)
** თბილისი ქუჩების კარგად ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარები და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა;

როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?

თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე k.orvelashvili@arch-con.ge-ზე

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია