|
დასახელება:
გეოდეზისტი
|
| მომწოდებელი:
Award
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
პოზიციის დასახელება: გეოდეზისტი
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00-19:00)
ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო მოედანზე გეოდეზიური სამუშაოების შესრულება.
** აზომვითი და დაკვალვითი სამუშაოების წარმოება.
** პროექტის კოორდინატებისა და ნიშნულების გადატანა ადგილზე.
** შესრულებული სამუშაოების კონტროლი და მონიტორინგი.
** გეოდეზიური ნახაზებისა და მონაცემების დამუშავება.
** შესაბამისი ტექნიკისა და ხელსაწყოების გამოყენება (Total Station, GPS და სხვა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** გეოდეზიური ხელსაწყოების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
** AutoCAD-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 28/06/2026.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|