Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზოოსახლი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
ზოომაღაზია "ზოოსახლი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. "ზოოსახლი" ფლობს ორ მაღაზიას საბურთალოს ტერიტორიაზე: ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩაზე.

პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი
ლოკაცია: თბილისი, მგალობლიშვილის ქუჩა 

სამუშაო გრაფიკი: სრული / ცვლებში მუშაობა, კვირაში 1/2 დღე დასვენება
სამუშაო საათები: 10:30 - 19:30

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიონალური მომსახურება და კონსულტაცია
** პროდუქციის დეტალური გაცნობა მომხმარებლისთვის
** გაყიდვების პროცესის მართვა
** პროდუქციის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა
** სალარო ოპერაციებში მონაწილეობა
** მომხმარებელთან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფად სწავლის და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ზოოსფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

ანაზღაურებას: ფიქსირებული + ბონუსი
მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: Zoosaxli2024@gmail.com და
სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე