Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=724989&print=yes&view=jobs
 
გადაადგილების ჯგუფის წევრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გადაადგილების ჯგუფის წევრი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას გადაადგილების ჯგუფის წევრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

15 წელზე მეტია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

სამუშაო მოვალეობები:

** თვითმომსახურების ტერმინალების ქსელში გატანა, სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილება და დასაწყობება;
** ტერმინალის დადგმისთვის შერჩეული ლოკაციის / ზედაპირის შესაბამისობის დადგენა;
** თვითმომსახურების აპარატის დანიშნულების ადგილზე დამაგრება და ტერმინალების ქუდის მონტაჟი;
** მასზე მიბარებული გასაღების დაცვა, ყველა იმ ფაქტის პრევენცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მიბარებული ქონების მესამე პირზე გადაცემა;
** თვითმომსახურების ტერმინალების ლოკაციიდან მოხსნა და სადგამების დემონტაჟი;
** არსებული თვითმომსახურების ტერმინალების განსაზღვრულ ლოკაციაზე გამაგრება.
** საჭიროების შემთხვევაში, ტერმინალის ქუდის ჩანაცვლება.
** სატვირთო ავტომობილით თვითმომსახურების ტერმინალების უსაფრთხოდ გადაადგილება საქართველოს მასშტაბით;
** მარაგების ტრანსპორტირება საქართველოს მასშტაბით
** ტერმინალებისა და მარაგების გადაადგილება წინასწარ შედგენილი მარშრუტითა და დადგენილი ვადების გათვალისწინებით;
** მიბარებული ნაწილების პროგრამული აღრიცხვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება მასზე მიბარებული გასაღების დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში;
** განსაკუთრებულ შემთხვევებში, არასამსახურეობრივ დროს სამუშაო ადგილზე გამოცხადება და სამუშაოს შესრულება;
** ტერმინალის გაუმართაობის შემთხვევაში, პრობლემის პასუხისმგებელ პირებთან ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/საშუალო განათლება;
** მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა);

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი;

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ-
ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გადაადგილების ჯგუფის წევრი".

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge .
შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

თიბისი ფეი / TBC PAY
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია