Робота для біженців з України
ატრაქციონების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ატრაქციონების ოპერატორი
მომწოდებელი: თბილისი პარკი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
შპს "თბილისი პარკი" (მთაწმინდის პარკი) აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდებისათვის (გოგონებსა და ბიჭებისათვის) ატრაქციონების ოპერატორის პოზიციაზე (გამოძახებით რეჟიმში) შემდეგი მოთხოვნებით:

** განათლება - საშუალო, პროფესიული, უმაღლესი (სასურველია);
** საშუალო დონეზე ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური);
** საჭიროა გამოირჩეოდეს კარგი ხასიათით, იყოს კომუნიკაბელური და ჰქონდეს ადამიანებთან კარგი კომუნიკაციის უნარი.

გრაფიკი და ხელფასი:

** 8-საათიანი სამუშაო დღე.
** კვრის განმავლობაში 2 დასვენების დღე შეთანხმებით.
** კომპანია უზრუნველყოფს საღამოს საათებში უფასო ტრანსპორტირებას თავისუფლების მოედნამდე და უფასო პრემიუმ დაზღვევას.
** ხელფასი: დღეში 35 ლარი + დამატებით ბონუსები და ოვერტაიმები.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: HumanResources@park.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 29 ივნისი.

გთხოვთ, სასათაურო ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

საკონტაქტო: 599 151796
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე