|
დასახელება:
ადმინისტრატორი, სპა ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Steps Batumi Hotel and Suites
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
"STEPS Batumi Hotel & Suites" - ის აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმრები უზრუნველყოს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილებით.
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ტერასას, რესტორნებსა და ბარებს.
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. ადმინისტრატორი
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი 2/2
ძირითადი მოვალეობები:
** აპარტ-სასტუმროში სტუმართა მიღება, ოთახებში განთავსება, გაცილების მთლიანი პროცესის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფა;
** აპარტ-სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, ზეპირი, ელ-ფოსტითა თუ სატელეფონო კონტაქტით;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია, სტუმრის მაღალი კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფა;
** აპარტ-სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა;
** ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა;
** აპარტ-სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
** კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს;
** თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
** კომპანიის პროდუქტებზე/სერვისებზე სპეციალურ შეღავათებს;
2. სპა ადმინისტრატორი
პოზიციის მდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** სპაში სტუმრების მიღება, პროცედურების შეთავაზება, ჩაწერების ორგანიზება;
** არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, ზეპირი, ელ-ფოსტითა თუ სატელეფონო კონტაქტით;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია, სტუმრის მაღალი კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფა;
** ჯავშნის სისტემაში, პროცედურების ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა;
** სპა დეპარტამენტის ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge.
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 01 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|