|
დასახელება:
პედაგოგის დამხმარე ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
მშობლების თანადგომა
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომა" 18+ დღის ცენტრი აცხადებს კონკურსს პედაგოგის დამხმარე ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები მოიცავს კვირაში 5 სამუშაო დღეს 10:00-დან 16:00 საათამდე.
ანაზღაურება შეთანხმებით!
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დაეხმაროს სპეცპედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში;
** ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** ჯგუფური აქტივობების დაგეგმა და განხორციელებაში ჩართულობა, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ;
** ბენეფიციარების ინდივიდუალურად დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
** შშმ 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების გამოყენებითი ხელოვნება და შრომითი საქმიანობის აქტივობაში ჩართულობა;
** გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა;
** დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრი, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპიის, სოცმუშაკის სპეციალობით, შესაძლებელია სტუდენტიც იგივე სპეციალობით;
** სასურველია ჰქონდეს შემოქმედებითი უნარი (კერვა, თექაზე მუშობა, ხატვა და ა.შ.)
** შერჩევით ეტაპზე უპირატესობა მინიჭება შშმ. პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს
მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:
** სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
** მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
** სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
** კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
** ადაპტაციის უნარი.
** პუნქტუალობა.
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი - CV-ის (ქართულ ენაზე) განხილვა;
2 ეტაპი - გასაუბრება;
გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: natiakikvadze52@gmail.com ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თხოვნაა რეზიუმე გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 25 ივნისი, 2026 წელი.
|
|
|
|