Робота для біженців з України
სხვადასხვა - თერჯოლა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ინტელექტ ჰაბ
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
ჩვენი გუნდი ქ. თერჯოლაში ეძებს კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მუდმივად ძიების პროცესშია, უყვარს სიახლეები, რათა თითოეული დღე მოსწავლეებისთვის გახადოს აღმოჩენებითა და ემოციებით დატვირთული.

1. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

მუშაობის დაწყების თარიღი - 2026 წლის 1 სექტემბერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება დაწყებითების, ჰუმანიტარული ან განათლების მიმართულებით;
** მასწავლებლად მუშაობის უფლება - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დაწყებითი საფეხურის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა/წარმართვა;
** პროგრამის შედგენა, წამახალისებელი აქტივობები;
** თემატური გეგმების შედგენა;
** ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** მშობლებთან კომუნიკაცია;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: fbuskivadze@yahoo.com

2. ინგლისური ენის მასწავლებელი

ქ. თერჯოლაში, სასწავლო ცენტრ "ინტელექტ ჰაბში" ვიწვევთ გამოცდილ და მოტივირებულ სპეციალისტებს როგორც სრულ ასევე ნახევარ განაკვეთზე, რომლებიც ჩაერთვებიან ჩვენს საქმიანობაში.

მუშაობის დაწყების თარიღი - 2026 წლის 1 სექტემბერი

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე (სავალდებულოა უმაღლესი განათლება ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით);
** თავისუფლად საუბარი ინგლისურ ენაზე;
** როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური გაკვეთილების ჩატარება;
** სხვადასხვა ორგანიზაციაში გაკვეთილების ჩატარება
* პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მეგობრულობა და საქმის მიმართ ერთგულება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მოტივირებულობა მუდმივად ზრუნავდე საკუთარი კვალიფიკაციისა და ცოდნის დონის ამაღლებაზე;

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და მეგობრულ გარემოს
** სწავლებისთვის ყველა საჭირო პირობას

მისამართი: ქ.თერჯოლა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო სურათით ელ-ფოსტაზე: fbuskivadze@yahoo.com და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: cv გადარჩევა და გასაუბრება.

3. მათემატიკის მასწავლებელი

სასწვლო ცენტრი "ინტელექტ ჰაბი" აცხადებს ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

მუშაობის დაწყების თარიღი - 2026 წლის 1 სექტემბერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსწავლეების მომზადება სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;
** სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
** საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობებიი - კონსულტაციები.
** იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
** შესაბამისი უმაღლესი განათლება;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
** შეეძლოს გაკვეთილების დაგეგმვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** თავაზიანი;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;

** ავტობიოგრაფია/CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი;
** მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერთიფიკატი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: fbuskivadze@yahoo.com (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება). კანდიდატის შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: CV -ის გადარჩევა, გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე