Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Talkpal
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 9 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.

სამუშაო აღწერილობა

ჩვენი პროდუქტის (iOS, Android, and Web, Business), სოციალური მედიის განვითარებისთვის, ვეძებთ კონტენტ კრეატორს, რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად.

შენი ძირითადი სამუშაო:

** სხვადასხვა ტიპის (საგანმანათლებლო) ფოტო, ტექსტ და ვიდეო კონტენტის გენერირება სხვადასხვა სოციალური პლატფორმებისთვის AI-ს დახმარებით (Instagram, Facebook, TikTok, X (Twitter), LinkedIn)
** საგანმანათლებლო პოდკასტების გენერირება AI-ს დახმარებით

შენ მოგაქვს:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1/C2)
** კონტენტის შექმნის გამოცდილება
** ვიდეოს და აუდიოს ედითინგის საბაზისო ცოდნა/გამოცდილება
** AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
** დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

** გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის
** გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
** მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: Remote
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

გსურს, შემოგვიერთდე? შეავსეთ განაცხადი და ატვირთეთ CV აქ: https://zurl.to/kzGp?source=CareerSite

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc. ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე