Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=724334&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ბიოდიზელი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 26 მაისი / ბოლო ვადა: 26 ივნისი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო)
სამუშაო საათები: ორშ.-პარ. - 10:00 - 19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების გამოწერა შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე;
** მომწოდებელი ობიექტებისთვის სატრანსპორტო დოკუმენტაციის გამოწერა, ოპერაციების სისწორის მონიტორინგი;
** დებიტორ/კრედიტორებთან შედარებების გაკეთება-დავალიანების კონტროლი, შესაბამისი ფაილების წარმოება;
** კომპანიისთვის შიდა გადაზიდვების გამოწერა;
** ბუღალტერ-ოპერატორის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელფოსტაზე: hr@biodiesel.ge.

გთხოვთ, ველში: subject, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია