Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: სტანდარტი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია "სტანდარტი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

ვაკანსიის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც იზრუნებს ჩვენი სივრცის სისუფთავეზე.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე
სამუშაო საათები: დღის პირველი ნახევარი.
სამუშაო ფართი: საოფისე სივრცე 220 კვ.მ.

ძირითადი მოვალეობები:

** საოფისე სივრცის მშრალი და სველი დასუფთავება;
** ზედაპირების მტვრისგან გაწმენდა;
** იატაკის მოწესრიგება;
** სველი წერტილების საფუძვლიანი დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ფანჯრებისა და ვიტრაჟების პერიოდული წმენდა;
** ნაგვის ურნების დაცლა და პარკების გამოცვლა;
** სამზარეულოს დასუფთავება და ჰიგიენის დაცვა;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და ფიზიკური დატვირთვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 750 ლარი
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** საჭირო სამუშაო ინვენტარითა და ხარისხიანი სარეცხი საშუალებებით სრულად უზრუნველყოფას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით) ელ-ფოსტაზე llcstandard73@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე