Робота для біженців з України
უფროსი მზარეული - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მზარეული
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართული ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური მენიუს დაგეგმვა და კერძების მომზადება კომპანიაში დასაქმებულთათვის;
** კერძების ხარისხისა და სტანდარტების კონტროლი;
** პროდუქტების მარაგებისა და ხარჯების მართვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი;
** სამზარეულოს გუნდის მართვა და სამუშაო პროცესების კოორდინაცია;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 08:00-16:00

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ან საკონტაქტო ნომერი შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591917475

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ბარამბო" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე