|
დასახელება:
შესყიდვების მთავარი აგენტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას
1. პოზიციის დასახელება: შესყიდვების მთავარი აგენტი
2. სამუშაოს მიზანი: შესყიდვების პროცედურების განხორციელება და ორგანიზება/ხელმძღვანელობა. კონკურენციის წამახალისებელ გარემოზე ზრუნვა. სსე-ს სახსრების დაზოგვა და კანონიერი ინტერესების დაცვა შესყიდვის პროცედურებში.
3. მოთხოვნები კანდიდატისადმი:
** შესყიდვების პროცედურების (ტენდერი) ორგანიზება საჯაროობისა და ტრანსფარენტულობის პირობებში.
** პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი მიდგომის უზრუნველყოფა შესაძლებლობათა პარიტეტის პრინციპის დაცვით.
** დაკვეთების ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის განვითარება.
** სსე-ს შესყიდვებისთვის განკუთვნილი სახსრების დაზოგვა.
** სსე-ში განსახორციელებელი შესყიდვების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება.
** სამსახურის კომპეტენციის სათანადოდ განხორციელების მიზნით უფლება აქვს გამოითხოვოს სსე-ს სხვა კომპეტენტური სტრუქტურული ერთეულებისგან საჭირო ინფორმაცია, მონაცემი და დოკუმენტური მასალა.
** მეთოდური რეკომენდაციების გაცემა სტრუქტურულ ერთეულებზე შესყიდვების განხორციელების სფეროში სამსახურებრივი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
** ასრულებს სატენდერო კომისიის აპარატის წევრის მოვალეობებს.
** ამზადებს და წარადგენს წინადადებებს სატენდერო კომისიის და სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციონირების აქტუალურ საკითხებზე.
** იცავს სსე-ს კანონიერ ინტერესებს შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციულ ორგანოებთან, შესყიდვებში მონაწილე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
** იქონიოს შესყიდვების სფეროში კოლეგიალური თანამშრომლობა სხვა შემსყიდველ ორგანიზაციებთან მონიჭებული სამსახურებრივი კომპეტენციის განხორციელების მიზნით.
** მონაწილეობას იღებს შესყიდვის საშუალების (მეთოდის) შერჩევაში.
** იცავს ინტერესთა კონფლიქტის წესებს და პირობებს.
** შესყიდვის აუცილებლობისა და გადაუდებელი აუცილებლობის თაობაზე დამკვეთი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის გათვალისწინებით ახდენს შესყიდვის პროცედურების სათანადოდ განხორციელებას.
** ახდენს შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცედურის მეთოდური მხარის ორგანიზებას.
** სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის შედგენაში და დამტკიცებაში მონაწილეობა სამსახურებრივი კომპეტენციის ფარგლებში.
** ხელშეკრულების დადების ორგანიზება სამსახურებრივი კომპეტენციის ფარგლებში.
** ახდენს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშგების ორგანიზებას.
** განაზოგადოს შესყიდვების არსებული პრაქტიკა საზოგადოებაში, მიღებული შედეგები და საჭიროების შემთხვევაში წარადგინოს სათანადო წინადადებები.
4. კვალიფიკაცია, გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება.
** შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
** ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა.
5. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
6. საკონკურსო პირობები: გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.
შეტყობინება:
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.
სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (0 322) 51 08 63 .
|
|
|
|