Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი-კვირა დასვენება)

ძირითადი ფუნქციები:

** ბუღალტრული საქმიანობის ზედამხედველობა-კონტროლი;
** ბუღალტერიის დეპარტამენტის მართვა / თანამშრომლებისადმი დავალებების მიცემა და შესრულების მოთხოვნა
** ყოველთვიური ბრუნვითი უწყისის ფორმირება;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა /გადასახადების გაანგარიშება და გადახდა;
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება;
** ფინანსური რეპორტინგის წარმოება;
** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.);
** შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორების ასისტირება
** მასალების აღრიცხვა და კონტროლი (მიღება, გადაადგილება, ჩამოწერა), პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მენეჯმენტისთვის საჭირო ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიწოდება;
** ფინანსური დირექტორის დავალებების შესრულება / მთავარი ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსხვილ კომპანიაში მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (წარმოებაში მთ. ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება);
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (პროგრამა "ბალანსის" ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება) ;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancyemail1@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივნისისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე