Робота для біженців з України
ტენდერი - ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი - ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, "SOS ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საბავშვო ბაღების ეზოების ეკო-მეგობრული ინვენტარით/მასალით მოსაწყობად ექსპერტის მომსახურების გაწევის თაობაზე.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.

ტენდერი - ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში

მომსახურების მიზანი:

შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტში ჩართული 12 საბავშვო ბაღის გარე სივრცეების (ეზოების) შეფასება და რეკომენდაციების მომზადება უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული სათამაშო სივრცეების მოწყობისა და ეზოს აღჭურვის შესახებ.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

** ქ. თბილისის 12 საბავშვო ბაღში ვიზიტების განხორციელება
** არსებული ინფრასტრუქტურისა და გარე სივრცეების შეფასება, მათ შორის: ეკოლოგიური და მდგრადი მასალების გამოყენების შესაძლებლობა, სივრცის ფუნქციური დატვირთვისთვის საჭირო მასალებით აღჭურვის შესაძლებლობა, მწვანე სივრცეებისა და ბუნებრივი ელემენტების ინტეგრირების შესაძლებლობა და სხვა.
** თითოეული ბაღისთვის ინდივიდუალური რეკომენდაციების მომზადება ეკო-მეგობრული სათამაშო და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობის შესახებ, რომელიც მოიცავს: ეზოს ზონირებას, სათამაშო და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობის იდეებს, ინკლუზიური ელემენტების ინტეგრაციასა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ეკო-მეგობრული და მდგრადი მასალების გამოყენების რეკომენდაციებსა და სავარაუდო აღჭურვილობის/ინვენტარის დეტალიზებულ ჩამონათვალს.
** პროცესის მოკლე შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენა, რომელიც მოიცავს თითოეული ბაღისთვის გაწეული რეკომენდაციებსაც.

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური/იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი - იურიდიული პირის შემთხვევაში);
2. განმცხადებლის კომპეტენციის ამსახველი CV ან მოკლე რეზიუმე;
3. ტექნიკური წინადადება (მიდგომა და სამუშაო გეგმა)
4. არსებობის შემთხვევაში - პორტფოლიო/წინა ნამუშევრები
5. ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი უნდა იყოს სამუშაო დღეების რაოდენობა და თითო დღის ანაზღაურება, ასევე, მომსახურების ჯამური თანხა.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები:

მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2026 წლის ივნისი-სექტემბერი.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 28 მაისი.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge და გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტენდერი - ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე