Робота для біженців з України
სხვადასხვა - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ფსიქიკური ჯანმრთ. და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას - შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

ძირითადი მოვალეობები:

** სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, (ელექტრონული ტენდერების მომზადება და გამოცხადება;
** გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის პროცედურების განხორციელება; წლიური გეგმის რეგისტრაცია და გეგმაში კორექტირებების განხორციელება;
** ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვებისა და გამარტივებული შესყიდვების განხორციელების მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციის/ განცხადების; ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა/რეგისტრაცია;
** სატენდერო კომისიის სხდომების ორგანიზება და სხდომების ოქმების პროექტების მომზადება;
** შესყიდვის მონაწილე მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და შესაბამის ანგარიშებში ასახვა;
** ააიპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგთან" კორექტირებული გეგმების შეთანხმება და შესაბამისი წერილების მომზადება;
** სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კომპანიებთან გადარიცხული თანხების რეგისტრაცია;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mhpa.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი).

სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 17:30 საათამდე.
მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას - საქმის წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და დოკუმენტბრუნვა;
** გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია და დოკუმენტბრუნვა;
** დოკუმენტბრუნვის (საქმისწარმოების) პროგრამაში მუშაობა;
** საქმისწარმოების სამსახურში მიმდინარე დავალებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელი სამუშაოს დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mhpa.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (საქმის წარმოების სპეციალისტი).

სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 17:30 საათამდე.
მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს 2 ვაკანსიას:

1. სოციალური მუშაკის პოზიციაზე თბილისში.
2. სოციალური მუშაკის პოზიციაზე ქუთაისში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით.

ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;
** სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის ინფორმირება პაციენტის უფლებებში და მისი დაცვა;
** პაციენტის ინტერვიუირება კითხვარის გამოყენებით, პაციენტის სოციალური საჭიროების შეფასება;
** პაციენტის სოციალური მხარდაჭერა;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაში ჩართულობა და სოციალური რეაბილიტაციის წარმოება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერება;
** ემპათიურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 16:00 საათამდე.
მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mhpa.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელსაც აირჩევთ (სოციალური მუშაკი თბილისში ან სოციალური მუშაკი ქუთაისში).

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე