Робота для біженців з України
დაცვის სამსახურის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის სამსახურის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვიწვევთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს დაცვის სამსახურის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტაციის, ჩანაწერებისა და არქივის წარმოება;
** შემომავალი და გამავალი წერილების ადმინისტრირება;
** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ანგარიშების, აქტებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება;
** დაცვის თანამშრომელთა გრაფიკების, ცვლებისა და დასწრების ადმინისტრირება;
** ვიზიტორების, კონტრაქტორებისა და სტუმრების რეგისტრაციის პროცესის კოორდინაცია;
** უსაფრთხოების ინციდენტების რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** CCTV სისტემების მონიტორინგი და ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
** სკოლის/ორგანიზაციის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების კომუნიკაცია თანამშრომლებთან;
** საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესში ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ადმინისტრირების, სამართლის, უსაფრთხოების მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებულ სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) და Google Workspace-ის ცოდნა;
** სასურველია CCTV სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** დოკუმენტაციის მართვისა და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ინფორმაციის კონფიდენციალურად დამუშავების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწრაფი რეაგირების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30 - 17:30;
** სამუშაო ადგილი: თბილისი. საბურთალო

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: companyvacancy2025@gmail.com
სათაურში მიუთითეთ: "დაცვის სამსახურის ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე