Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Hakamir Cafe
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"Hakamir cafe" აცხადება ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მოლარე
მდებარეობა: თბილისი, საქართველო

მოვალეობები: ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება, ჩეკების გაცემა და მომხმარებლებისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები: მათემატიკური უნარები, თავაზიანობა, ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

2. შეფ-მზარეულის ასისტენტი (მზარეულის დამხმარე)

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

მოვალეობები: შეფ-მზარეულის დახმარება პროდუქტების მომზადებაში (დაჭრა, გარეცხვა), სამზარეულოს სისუფთავის შენარჩუნება და მარაგების ორგანიზება.

მოთხოვნები: კვების უსაფრთხოების საბაზისო ცოდნა, სწრაფ რეჟიმში მუშაობის უნარი და გუნდურობა.

3. ბარისტა

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

მოვალეობები: ცხელი და ცივი სასმელების (ყავა, ჩაი და ა.შ.) მომზადება და მიწოდება, ყავის აპარატის მოვლა, სტუმრების მიღება.

მოთხოვნები: ყავის მომზადების გამოცდილება (ლატე-არტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად), კომუნიკაბელურობა, ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.

4. დამლაგებელი

მდებარეობა: თბილისი, საქართველო

მოვალეობები: დარბაზის, სამზარეულოსა და სველი წერტილების დასუფთავება, ჭურჭლის გარეცხვა, სამუშაო სივრცეში ჰიგიენის შენარჩუნება.

მოთხოვნები: პუნქტუალურობა, კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა.

როგორ მოგვმართოთ: გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: laviracafe@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე (Phone/WhatsApp): +995591337198
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე