|
დასახელება:
შეკვეთების შემგროვებელი და მარკირების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ტრენდმარტი
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
ონლაინ მაღაზია "ტრენდმარტი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების შემგროვებელი და მარკირების ოპერატორის პოზიციაზე სამგორის მეტროსთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საწყობში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის მიღება-მითვლა-დასტიკერება და ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა; (მსუბუქი, მცირე ზომის)
** მარაგების პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შიდა სტანდარტების მიხედვით აგროვება, შეფუთვა, დასტიკერება და სადისტრიბუციო მანქანებში განთავსება;
** საწყობის ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის პროცესში ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office).
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი კვირაში;
** ხელფასი: 1200 ლარი + საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საწყობი მდებარეობს სამგორის მეტროსთან.
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე nellieko@outlook.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|