Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Carexpress
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
უძრავი ქონების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი 11:00 - 19:00 საათი
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა
** პროექტების მართვა და გაყიდვების ხელშეწყობა
** სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა
** მომხმარებელთა ბაზების მართვა
** სამშენებლო პროექტების შესწავლა
** მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე ინფორმაციის მოძიება
** ობიექტებზე ვიზიტის ორგანიზება და განხორციელება

მოთხოვნები:

** სასურველია უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაბელური და ენერგიული
** მოლაპარაკებების წარმოების უნარები
** გუნდურობა და თანამშრომლობის უნარი
** პუნქტუალური
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე
** კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას
** საინტერესო და დინამიური სამუშაო შესაძლებლობები ექსკლუზიურ პროექტებთან

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@carexpress.ge აუცილებლად მითითეთ ვაკანსიის დასახელება subject-ში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე