Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=723398&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუპრინტი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
სარეკლამო კომპანია შპს "ნიუპრინტი" ეძებს გუნდის ახალ წევრს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშო გრაფიკი: სრული
მისამართი: ქ.თბილისი, აფრიკა, აბელ ენუქიძის #5

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურებების, მიღება-ჩაბარების, ხელშეკრულების მომზადებაზე მოთხოვნის გაკეთება;
** მივლინების შესახებ HR სამსახურზე ინფორმაციის მიწოდება;
** ახალი თანამშრომლის მიღების შესახებ HR სამსახურზე საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში სამსახურისთვის საჭირო ჟურნალების შეკვეთა;
** თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გაცნობა, დოკუმენტაციაზე ხელმოწერების უზრუნველყოფა;
** სამეურნეო ინვენტარის მარაგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** შეხვედრების ორგანიზება;
** ხელმძღვანელი სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი;

დამატებითი ბენეფიტები:

** კვებაზე 50 %- იანი თანადაფინანსება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელ ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ოფის მენეჯერი"

"ნიუპრინტი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ნიუპრინტ "მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია