|
დასახელება:
სასაწყობე-ინდუსტრიული შენობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Weizman Capital
|
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია "Weizman Capital" ეძებს თანამშრომელს სასაწყობე-ინდუსტრიული შენობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
** ანაზღაურება საწყისი: შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
მოვალეობები:
** სასაწყობე ფართების მართვა, კლიენტების მოზიდვა
** კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
** პალეტიზებული ტვირთების მართვა, ჩატვირთვა/დაცლის კოორდინირება კლიენტებთან
** კლიენტების გადასახდელი თანხების (ანგარიშების) კონტროლი
** საწყობის გამგის და თანამშრომლების მუშაობის ხელმძღვანელობა და კოორდინირება
** საწყობის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა
აუცილებელი პირობები:
** სასაწყობე სივრცეში მუშაობის გამოცდილება
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს საწყობის კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია განათლება მარაგების/supply chain მართვის მიმართულებით
** სასურველია კანდიდატს დამატებით ჰქონდეს მენეჯერული გამოცდილება ამ განხრით და /ან გავლილი ჰქონდეს ტრენინგები
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@weizmancapital.com და Subject-ში მიუთითოთ Warehouse manager
კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 867 868 ან (032) 2205046 ასევე გაეცანით სასაწყობე/ინდუსტრიული შენობის მონაცემებს ვებგვერდზე https://tbilisi-warehouse.ge/
|
|
|
|