|
დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Andersen Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
"ანდერსენ ჯორჯია", გლობალური ბრენდი საერთაშორისო გამოცდილებით, (https://ge.andersen.com/) აცხადებს უმცროსი ბუღალტრის ვაკანსიას თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ოფისებისათვის.
მუშაობის გრაფიკი: ჰიბრიდული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი;
** განათლება - ბაკალავრი;
** რეპორტინგის (ბალანსი, მოგება-ზარალი, დებიტორების, კრედიტორების და ა.შ.) გამოცდილება - საშუალო დონეზე;
** ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე;
** სავალდებულოა ინგლისური ენა - მინიმუმ B1-B2 დონე.
სამუშაოს აღწერილობა:
** სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
** ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზების ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთის უზრუნველყოფა;
** ხელფასების/ბონუსების დარიცხვა;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების მომზადება შემდგომი ავტორიზაციისთვის
** ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
** კაპიტალისა და სესხის ანგარიშების სწორი აღრიცხვა და კონტროლი;
** სალაროს გონივრული ნაშთის კონტროლი და საჭიროებისას მომხმარებლის ინფორმირება;
** კლიენტ კომპანიებზე ბუღალტრული სერვისის წარმატებით წარმართვა; რაიმე პრობლემის ან რისკის დანახვის/აღმოჩენის შემთხვევაში, მენეჯერთან საკითხის დასმა და მასთან ერთად პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი 2026 წლის 24 მაისამდე შემდეგ მეილზე inga.bedia@ge.andersen.com
|
|
|
|