|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
GPS AUTO
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
"GPS AUTO" - ავტომობილების კონტროლის სისტემები აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N145
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ჩვენ შესახებ
GPS AUTO არის თანამედროვე GPS მონიტორინგისა და ავტომობილების მართვის სისტემების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე კორპორაციულ სექტორთან. ჩვენი მიზანია ბიზნესებისთვის შევქმნათ უსაფრთხო, ეფექტური და ჭკვიანი სატრანსპორტო მართვის გადაწყვეტილებები.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://gpsauto.ge/
მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გაყიდვების სფეროში მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი + ბონუსები;
** პრემია განხორციელებული პროექტებიდან;
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 6 თვე.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდგომ;
** უფასო კორპორაციულ ნომერს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobsautohome@gmail.com. სათაურში (subject-ში) მიუთითეთ გაყიდვების მენეჯერი.
|
|
|
|