|
დასახელება:
კლინიკის დირექტორი
|
| მომწოდებელი:
Sydney Royal Clinic
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
"Sydney Royal Clinic" — საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პრემიუმ კლასის ესთეტიკური და სამედიცინო მომსახურების კლინიკა — აცხადებს ვაკანსიას კლინიკის დირექტორის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, ლიდერულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც შეძლებს კლინიკის ოპერაციული პროცესების ეფექტურად მართვას, მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფას და ბიზნესის სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობას.
https://www.sydneyroyalclinic.com
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კლინიკის სრული ოპერაციული და ადმინისტრაციული მართვა;
** პერსონალის ეფექტური კოორდინაცია, მოტივაცია და განვითარება;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების კონტროლი და გაუმჯობესება;
** გაყიდვების, ფინანსური შედეგებისა და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზი;
** პაციენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** ბიზნეს განვითარების და ზრდის სტრატეგიების დაგეგმვა;
** მარკეტინგულ და ბრენდ განვითარების აქტივობებში ჩართულობა;
** პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და საერთაშორისო წარმომადგენლებთან ურთიერთობის მართვა;
** კომპანიის შიდა პოლიტიკისა და რეგულაციების დაცვა;
** ანგარიშგებების და მენეჯერული რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ჯანდაცვის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
** კლინიკის, ესთეტიკური მედიცინის, სილამაზის ან პრემიუმ სერვის სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და სტრატეგიული მართვის უნარები;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების მაღალი უნარი;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** ფინანსური და საოპერაციო პროცესების ანალიზის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
** რუსული ან სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft Office-ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ და მოტივაციაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას;
** საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** კარიერული და პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
** თანამედროვე, კომფორტულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის 47
განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV kirtadzemaiko1@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "Clinic Director Application".
"Sydney Royal Clinic" მადლობას გიხდით ინტერესისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|