|
დასახელება:
ტენდერი ვებგვერდის ტექნიკური მომსახ. და მხარდაჭერის შესყიდვა
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
|
თანდართული ფაილი:
721553_danarti_6681935.zip
|
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს SOS ბავშვთა სოფლის ვებგვერდის (http://www.sos-childrensvillages.ge/) ტექნიკური მომსახურებისა და მხარდაჭერის შესყიდვის მიზნით.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "Impact Fund for Children" ფარგლებში იწვევს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ვებგვერდის ტექნიკური მომსახურებისა და მხარდაჭერის გასაწევად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ჩამონათვალის ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან (დანართი N1). მომსახურება მოიცავს ვებგვერდის ჰოსტინგისა და დომენის ადმინისტრირებას, უსაფრთხოების მონიტორინგსა და განახლებებს, სარეზერვო ასლების შექმნასა და აღდგენას, CMS-ისა და დანამატების განახლებას, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და კონსულტაციას, ასევე Salesforce-თან ინტეგრაციის მხარდაჭერასა და მონიტორინგს. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 12 თვე. მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის ან დღგ-ს ანგარიშფაქტურის საფუძველზე, ყოველი თვის 10 რიცხვამდე.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის რეკვიზიტები (უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები); ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის მოწმობის ასლი;
** პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია, განხორციელებული ვებგვერდის პროექტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილების მითითებით);
** დადასტურებული გამოცდილება ვებგვერდების შემუშავების, ტექნიკური მხარდაჭერისა და ადმინისტრირების მიმართულებით;
** შევსებული უწყისი (დანართი N2) - ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში თითოეული მომსახურების კომპონენტისთვის (იურიდიული პირის შემთხვევაში - დღგ-ს ჩათვლით; ფიზიკური პირის შემთხვევაში - ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით).
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, სატენდერო წინადადება გამოაგზავნოთ: contact@sos-kd.ge. ელ.ფოსტაზე და სათაურში მიუთითოთ "IF4C - ვებგვერდის მხარდაჭერა".
წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%; შემოთავაზებული მომსახურების ხარისხი და გამოცდილება - 45%; შემოთავაზებული მომსახურების ფასი - 45%.
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 31 მაისი.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: contact@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს ელ. ფოსტაზე: gvantsa.sagharadze@sos-kd.ge ან მობილურ ტელეფონზე: 555147714
|
|
|
|