|
დასახელება:
სისტემური ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-19:00სთ.
სამუშაო მოვალეობები:
** ვირტუალური სერვერების ინსტალაცია და მხარდაჭერა (VMware vSphere, Nutanix AHV);
** ფიზიკური სერვერების ინსტალაცია, კონფიგურაცია, პრობლემების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა, როგორც პროგრამულ ასევე აპარატურულ ნაწილში;
** ინფორმაციის სანახი სისტემების ინსტალაცია და კონფიგურირება;
** ბანკის მონაცემთა გამოთვლის ცენტრებში არსებული სასერვერო ინფრასტრუქტურის მართვა და ადმინისტრირება (Main - DR Datacenter);
** Microsoft Active Directory, DNS, DHCP, GPO, File Server სერვისების ინსტალაცია და კონფიგურირება;
** სერვერული ოპერაციული სისტემების გამართვის უზრუნველყოფა Windows Server 2019-2022;
** Linux სერვერების ადმინისტრირება
** მონაცემთა სარეზერვო სისტემის მოწყობა და მართვა, სარეზერვო ასლების პოლიტიკის განსაზღვრა;
** სერვერების/სისტემების მუშაობის მონიტორინგი (PRTG, Zabbix) და ხარვეზის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** სერვერების დაშორებული მართვის კონფიგურაცია (iDRAC, iLO და სხვა);
** ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განახლებისთვის საჭირო მოთხოვნების განსაზღვრა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება
განათლება/გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
სამუშაო კვალიფიკაცია:
** ოპერაციულ სისტემებთან (Windows Server, Linux) მუშაობის გამოცდილება;
** ვირტუალიზაციის ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება: VMware vSphere, VMware ESXi, სასურველია Nutanix AHV;
** სასურველია Cloud პროვაიდერებთან (AWS ან Azure) მუშაობის გამოცდილება;
** ვირტუალიზაციის ტექნოლოგიების და Cloud პროვაიდერების საერთაშორისო სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისების უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივების გამოჩენის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 14 ივნისი, 2026. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: სისტემური ადმინისტრატორი
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|