|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Aroma King
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
შპს "Aroma King"-ი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
"არომა ქინგი" არის იმპორტიორი კომპანია, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ეწევა ელექტრო სიგარეტების, ნიკოტინის ბალიშების, ჩილიმის თამბაქოსა და მოწევისათვის საჭირო აქსესუარების რეალიზაციას, როგორიცაა ფილტრები, გასახვევი ქაღალდები, კარტრიჯები და სხვა.
სამუშაო ადგილი: ლოკაცია არჩევით - დავით გურამიშვილის გამზირი (ღრმაღელის მეტროს მიმდებარედ) ან ნავთლუღის N 6/2 (ისნის მეტროს მიმდებარედ).
სამუშაო გრაფიკი: 10:00-22:00; მცოცავი გრაფიკი-თვეში 15 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1050 ლარი + ბონუსი (გეგმის შესრულების მიხედვით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის განლაგება და მოწესრიგება
** მომხმარებლის მომსახურება და კონსულტაცია - პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დახმარება არჩევანის გაკეთებაში
** პროდუქციის რეალიზაცია
** სალაროსთან მუშაობა - თანხის მიღება, გადახდების დამუშავება (ნაღდი/ბარათი), ჩეკის გაცემა
** ნაშთებისა და მარაგის კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები:
** უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია გაყიდვების პროგრამა - OPTIMO-ში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: rollingsmokeltd@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|