Робота для біженців з України
HR სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სტაჟიორი
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი" (ჯიუ) გიწვევთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** აკადემიური კონკურსების ორგანიზებაში მხარდაჭერა, ოქმების შედგენა;
** ვაკანსიების განთავსება და CV-ების პირველადი გადარჩევა;
** კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაცია (ზარები, ელფოსტა, ინტერვიუს შეთანხმება) და გასაუბრებების დაგეგმვა;
** HR პროცესებთან დაკავშირებული ცხრილების, ანგარიშებისა და დოკუმენტების განახლება
** თანამშრომელთა რეესტრისა და HR ბაზის წარმოება.
** აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მონაცემების აღრიცხვა/მართვა.
** თანამშრომელთა დოკუმენტაციის მოწესრიგება და დაარქივეება;
** შრომითი და სხვა ხელშეკრულებების მომზადებაში მხარდაჭერა;
** ხელმძღვანელის სხვა ადმინისტრაციული (HR პროცესებთან დაკავშირებული) დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე (სავალდებულო);
** MS Office პროგრამების ცოდნა/ტექნიკური უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV: hr@giu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე