Робота для біженців з України
ტენდერი - დოკუმენტების რედაქტირების სერვისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი - დოკუმენტების რედაქტირების სერვისი
მომწოდებელი: ევროპის საბჭოს ოფისი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 27 მაისი
თანდართული ფაილი: 721530_danarti_7308098.zip
ევროპის საბჭოს პროექტი "მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში" აცხადებს ტენდერს ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შესაქმნელად.

ტენდერის მიზანია ქართულ და ინგლისურ ენებზე დოკუმენტების რედაქტირების მომსახურების უზრუნველყოფა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის თანამშრომლობის საქმიანობის განხორციელების მხარდასაჭერად.

შესარჩევი კრიტერიუმებისა და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ შესაბამის დოკუმენტებს:

** ტენდერის შესახებ ინფორმაცია
** ხელშეკრულება
** ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ინფორმაცია
** ტენდერში მონაწილეობის წესები

ტენდერის პროცედურასთან დაკავშირებული შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: georgia.localgov@coe.int 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით.

განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2026 წლის 27 მაისი 23:59 საათი (საქართველოს დროით). ვადის გასვლის შემდეგ მიღებული ნებისმიერი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება.

ყველა განაცხადი უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:
georgia.localgov@coe.int. სათაურის ველში მიუთითეთ: "ტენდერი - რედაქტირება"

განაცხადები უნდა შეიცავდეს ყველა დოკუმენტს, რომელიც ჩამოთვლილია სატენდერო ფაილსა და ხელშეკრულებაში.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს მხოლოდ ზემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ განაცხადები გაიგზავნება ნებისმიერ სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან გაიგზავნება მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, ასეთი განაცხადები ავტომატურად უარყოფილი იქნება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე