Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=721506&print=yes&view=jobs
 
პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
თანდართული ფაილი: 721506_danarti_6950471.zip
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" 2026 წლის 14 მაისიდან აცხადებს ღია კონკურსს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლაში პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

სისხლის სამართლის მიმართულებით:

** პროფესორი - 1 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
** ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
** ასისტენტი - 1 ვაკანსია.

საჯარო სამართლის მიმართულებით:

** პროფესორი - 1 ვაკანსია;
** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია.

კერძო სამართლის მიმართულებით:

** ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
** ასისტენტი - 1 ვაკანსია.

პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო ასისტენტი აკადემიურ თანამდებობაზე - 3 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიაზე მოთხოვნილი (აკადემიური/პროფესიული) ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით:

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში შესაბამის გრაფაში);
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში შესაბამის გრაფაში);
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა.

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე:

მოქმედი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის აქტიური სტატუსი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის აქტიური სტატუსი, შესაბამისი აღიარების დოკუმენტის წარმოდგენის პირობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ბეჭდური და/ან ელექტრონული ფორმით):

1. განცხადება, შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით; (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);
2. კონკურსანტის ანკეტა; (იხილეთ თანდართული დოკუმენტი);
3. პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
4. ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერტიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
5. ინფორმაცია გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა.შ;
6. სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
7. CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
8. არასახელმწიფო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში (გარდა სერტიფიკატებისა), სავალდებულოა სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის წარმოდგენა;
9. აკადემიური საქმიანობის ხედვა;
10. სილაბუს (ებ)ი (თანდართული ფორმის მიხედვით).

შერჩეულმა კანდიდატებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:

** ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ და ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.
** ანგარიშის ნომერი თიბისი ბანკიდან;

დაინტერესებულმა პირმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 15 ივნისს (10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე) შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურში სამსახურში.

საკონტაქტო ტელეფონი: +995 32 280 00 64
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.
ელ ფოსტა: vacancy@ibsu.edu.ge.

ელექტრონული ფოსტით განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და მიმართულება.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად);
3. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრებამ შესაძლებელია მოიცვას საჩვენებელი ლექციის ჩატარება, რის შესახებაც ეცნობება კონკურსანტს.

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2026 წლის 15 ივნისი;
** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2026 წლის 18 ივნისი;
** კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება: 2026 წლის 19 ივნისი;
** საჩვენებელი ლექცია (საჭიროების მიხედვით): 2026 წლის 22 ივნისი;
** კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 23 ივნისი;
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2026 წლის 24 ივნისი;
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2026 წლის 25 ივნისი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 26 ივნისი;

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება იბსუს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://ibsu.edu.ge/

თანდართული დოკუმენტები:

** განცხადების ფორმა
** კონკურსანტის ანკეტა
** სილაბუსები (ქართული ან ინგლისური)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია