Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: იბერია სტარ გრუპი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"იბერია სტარ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

1. უძრავი ქონებისა და დეველოპერული მიმართულება:

** მიწის ნაკვეთების, უძრავი ქონებისა და სამშენებლო პროექტების იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი;
** ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების მართვა;
** კომუნიკაცია საჯარო რეესტრთან, მუნიციპალიტეტებთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
** სამშენებლო ნებართვებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლი;

2. სახელშეკრულებო სამართალი:

** საიჯარო, სამშენებლო, მომსახურებისა და პარტნიორობის ხელშეკრულებების მომზადება;
** ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და მოლაპარაკებების მხარდაჭერა;
** მოიჯარეებთან და პარტნიორ კომპანიებთან სამართლებრივი ურთიერთობების მართვა;

3. კორპორაციული სამართალი და დავების მართვა:

** კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება და სტრუქტურული ცვლილებების იურიდიული თანხლება;
** პარტნიორთა და დირექტორთა გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** სარჩელების, პრეტენზიებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

4. ოპერაციული მხარდაჭერა:

** მენეჯმენტის კონსულტირება ყოველდღიურ საქმიანობაში;
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და მათი გავლენის შეფასება პროექტებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადვოკატის ლიცენზია;
** მინიმუმ 2-3 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების, დეველოპმენტის ან კომერციული სამართლის მიმართულებით;
** საჯარო რეესტრთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან მუშაობის გამოცდილება;
** ხელშეკრულებების დამოუკიდებლად მომზადებისა და ანალიზის უნარი;
** სასამართლო პრაქტიკის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რაც ხელს უწყობს სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მეილზე: iberiastargroup@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 595 38 50 50
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე