Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=721481&print=yes&view=jobs
 
ექთანი-ფლებოტომისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი-ფლებოტომისტი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ექთანი-ფლებოტომისტის ვაკანსიას.

მდებარეობა: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N 37
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00-17:00 სთ); შაბათი (09:00-14:00 სთ).
ანაზღაურება: 800 ლარიდან გამოცდილების მიხედვით

სამუშაოს აღწერა:

** პაციენტის რეგისტრაცია სრული სტანდარტების დაცვით;
** საექთნო მომსახურების გაწევა ლაბორატორიაში; საჭიროების შემთხვევაში - ბინაზე;
** ნიმუშების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება, სტანდარტული პროცედურების დაცვით;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის მიერ დანერგილი პროტოკოლების და გაიდლაინების შესრულება.

მოთხოვნები:

** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
** მინიმუმ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც მოზრდილთა ისე პედიატრიულ ასაკში.

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ბენეფიტები: ფასდაკლება ლაბორატორიულ გამოკვლევებზე (ეხება ოჯახის წევრებსაც).

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: https://mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია