|
დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
აბრაზივ პროდაქტსი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
"აბრაზივ პროდაქტსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
"აბრაზივ პროდაქტსი" არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც აერთიანებს მსუბუქი სამშენებლო სახარჯი მასალების იმპორტს და წარმოებას. ჩვენი მიზანია ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის მიწოდება როგორც სავაჭრო ქსელისთვის, ისე სამშენებლო კომპანიებისთვის. თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო მაღაზიებთან და საწარმოებთან კომუნიკაცია;
** აბრაზიული საჭრელი დისკების შეთავაზება და პრეზენტაცია;
** ახალი პარტნიორების მოძიება და არსებული კლიენტების ბაზის განვითარება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ბაზრის მონიტორინგი და უკუკავშირის გაზიარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მცირე სამუშაო გამოცდილება, თუმცა არა აუცილებელი;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა, B კატეგორია.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი/არასრული, დღეში 4 საათი.
ანაზღაურება: 1500 ლარი საწყის ეტაპზე.
ადგილმდებარეობა: ე.წ. პეპელას მიმდებარე ტერიტორია, აფრიკა, კორნელი სანაძის ქუჩა #32.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ივნისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hrabrassiveproducts@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "აბრაზივ პროდაქტს"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან და/ან სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე hrabrassiveproducts@gmail.com.
შპს "აბრაზივ პროდაქტსი" აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|