Робота для біженців з України
ბროკერებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბროკერებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ ბროკერებთან ურთიერთობის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** დაინტერესებული მომხმარებლისთვის პროდუქტის დეტალების გაცნობა/შეთავაზება;
** მობინადრეებთან მოლაპარაკება ბინის გაყიდვაზე;
** ბინის დათვალიერება, შეფასება, ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და შესაბამის არხში განთავსება;
** მომხმარებელთან შეხვედრის დაორგანიზება;
** მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** უძრავი ქონების სააგენტოებთან აქტიური თანამშრომლობა;
** სააგენტოებიდან შემოსული ლიდების დამუშავება;
** მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უზრუნველყოფა;
** დაინტერესებული მხარეებისთვის ფინანსურ, იურიდიულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
** ნასყიდობის კონტრაქტების მომზადება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება;
** CRM პროგრამაში მონაცემთა ბაზების შეყვანა, დამუშავება;
** შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე