|
დასახელება:
მიმტანის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
Tourinvest Group
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარის პოზიციაზე რესტორან "არგო"-ში.
ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით
** უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სისუფთავე ნებისმიერ დროს
** გარკვეულ შემთხვევაში დაეხმაროს მიმტანს, კომუნიკაციაში შევიდეს მომხმარებელთან
ძირითადი მოთხოვნები:
** თავაზიანი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი #78
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია საბაგირო გზის საშუალებით
** კვება: უზრუნველყოფილია
კომპანიის შესახებ:
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
განაცხადის ფორმა
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "Tourinvest Group" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|