Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=721325&print=yes&view=jobs
 
იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას
იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების შესწავლა, სამართლებრივი ანალიზი და შემდგომი რეაგირება;
** სარჩელის, შეგებებული სარჩელის, შესაგებლის მომზადება და სასამართლოში წარდგენა;
** წარმომადგენლობა სასამართლოებში;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება, მიღებულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება;
** მიმდინარე და დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვა;
** სამსახურებრივი ურთიერთობა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან - იძულებითი აღსრულების ღონისძიებებთან დაკავშირებით (შესაბამისი წერილების მომზადება კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნით და ა.შ);
** მიმდინარე სასამართლო დავებთან დაკავშირებით, კონსულტაციის გაწევა როგორც კომპანიის თანამშრომლებისათვის, ასევე დაინტერესებული მოქალაქეებისათვის.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საქართველოს საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობის მინიმუმ ხუთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სარჩელების, შეგებებული სარჩელების და შესაგებლების მომზადების მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** იძულებითი აღსრულების ღონისძიებებთან დაკავშირებული საქმიანობის მინიმუმ ორი წლიანი სამუშაო გამოცდილება.

სხვა მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ორგანიზებული/მოწესრიგებული.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 28.05.2026.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია