Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=721279&print=yes&view=jobs
 
სტაჟირების პროგრამა იურიდიულ განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირების პროგრამა იურიდიულ განყოფილებაში
მომწოდებელი: Just Advisors
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "Just Advisors" აცხადებს სტაჟირების პროგრამას იურიდიულ განყოფილებაში.

დასაქმების ფორმატი: ანაზღაურებადი სტაჟირება | სრული განაკვეთი
ლოკაცია: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

პოზიციის შესახებ

Just Advisors აცხადებს სტაჟირების პროგრამას იურიდიულ განყოფილებაში მოტივირებული კანდიდატებისთვის, რომელთაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება საერთაშორისო იურიდიულ და ბიზნეს საკონსულტაციო გარემოში.

სტაჟირების ფარგლებში კანდიდატი ჩაერთვება რეალურ იურიდიულ პროცესებში და იმუშავებს კომპანიის იურისტებთან ერთად ბიზნეს სამართლის, მიგრაციის, შრომითი სამართლის, საგადასახადო საკითხებისა და კორპორაციული იურიდიული მომსახურებების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები

** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში მხარდაჭერა
** ხელშეკრულებების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა
** იურიდიული კვლევა და ინფორმაციის მოძიება
** კლიენტურის საქმეების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** შიდა იურიდიული პროცესების მხარდაჭერა
** მენტორების ხელმძღვანელობით პრაქტიკულ იურიდიულ პროცესებში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** იურიდიული განათლება (სტუდენტი ან კურსდამთავრებული)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო/კარგი ცოდნა (აუცილებელია)
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
** იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის საბაზისო უნარები ჩაითვლება უპირატესობად

Just Advisors გთავაზობთ

** ანაზღაურებად სტაჟირებას
** პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ საქმეებზე მუშაობით
** მენტორობას გამოცდილი იურისტებისგან
** პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას
** საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას
** თანამედროვე და პროფესიულ სამუშაო გარემოს

CV გამოგზავნეთ: ana.tskhadadze@justadvisors.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია