|
დასახელება:
იურიდიული კონსულტანტი - ანაზღაურებადი სტაჟირება
|
| მომწოდებელი:
Just Advisors
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
კომპანია "Just Advisors" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე.
განყოფილება: კომერციული
დასაქმების ფორმატი: ანაზღაურებადი სტაჟირება | სრული განაკვეთი
ლოკაცია: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6
პოზიციის შესახებ
"Just Advisors" ეძებს მოტივირებულ ადამიანს კომერციულ განყოფილებაში, რომელიც ჩაერთვება შემოსული კონტაქტების დამუშავებაში, პირველადი იურიდიული კონსულტაციების ჩატარებასა და კომპანიის იურიდიული მომსახურებების შეთავაზების პროცესში.
ეს პოზიცია იდეალურია კანდიდატისთვის, რომელსაც სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება საერთაშორისო იურიდიულ და ბიზნეს საკონსულტაციო გარემოში, კლიენტებთან აქტიური კომუნიკაციითა და გაყიდვების პროცესში ჩართულობით.
ძირითადი მოვალეობები
** შემოსული კონტაქტების მიღება და დამუშავება
** კლიენტებთან პირველადი კომუნიკაცია (ზარი / წერილობითი კომუნიკაცია)
** პირველადი იურიდიული კონსულტაციების ჩატარება
** კლიენტის საჭიროებებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირება
** შესაბამისი იურიდიული მომსახურებების შეთავაზება
** ინფორმაციის სწორად ასახვა CRM სისტემაში
** კლიენტის კომუნიკაციის პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** იურიდიული განათლება (სტუდენტი ან კურსდამთავრებული)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (აუცილებელია)
** ძლიერი საკომუნიკაციო და პრეზენტაციის უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა
** გაყიდვების ან კონსულტაციური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
"Just Advisors" გთავაზობთ:
** ანაზღაურებად სტაჟირებას
** ბონუს სისტემას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას
** საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას
** თანამედროვე და პროფესიულ სამუშაო გარემოს
CV გამოგზავნეთ: ana.tskhadadze@justadvisors.ge
|
|
|
|