|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. "ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი" ემსახურება რეაბილიტაციური სერვისების ფართო სპექტრის მიწოდებას საზოგადოებისთვის, ორიენტირებულია ევროპული და ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურებასა და მიდგომებზე.
კომპანია "ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო ვიზიტების განხორციელება ექიმებთან დადგენილი სიხშირის მიხედვით;
** კლინიკების და ექიმების ბაზის შექმნა და საჭიროებისამებრ განახლება;
** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება;
** ახალი კლინიკების, ობიექტების და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება პროდუქციის გაცნობის და შეთავაზების მიზნით;
** გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
** სამედიცინო წარმომადგენლად ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული;
** მოწესრიგებული და პუნქტუალური;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო წარმომადგენელი რეაბილიტაცია).
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge. აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|