Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=721252&print=yes&view=jobs
 
მზარეული - იაპონური რესტორანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული - იაპონური რესტორანი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანიის შესახებ: სასტუმრო "ხედი" (Khedi Hotel) წარმოადგენს 4-ვარსკვლავიან, პრემიუმ კლასის ლოკაციას თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში. სასტუმროს ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებას წარმოადგენს "ხედი სუში ბარი", სადაც მომხმარებელს ხვდება ბუტიკის სტილის გარემო, ზამთრის ბაღი და უმაღლესი ხარისხის იაპონური სამზარეულო.

ვაკანსია: მზარეული - იაპონური რესტორანი

სასტუმრო "ხედის" იაპონური რესტორანი აცხადებს ვაკანსიას სუშის მზარეულის (Sushi Chef) თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სუშის და სხვა იაპონური კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვის უზრუნველყოფა
** კერძების მომზადებისას დადგენილი კალკულაციების და პორციების სტანდარტების დაცვა
** სუშის ბარისთვის საჭირო ნედლეულის შეკვეთა და მარაგების კონტროლი
** ზღვის პროდუქტების, თევზეულის, ბრინჯის, ბოსტნეულის და სხვა ინგრედიენტების ხარისხის კონტროლი
** ნედლეულის სწორი შენახვის პირობების მონიტორინგი (ტემპერატურული რეჟიმები, ვადები, ჰიგიენა)
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა დაცვა
** სამუშაო ინვენტარისა და აღჭურვილობის სწორად გამოყენება და მოვლა
** ახალი კერძების შემუშავებასა და მენიუს განვითარებაში მონაწილეობა
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა სამზარეულოს ოპერაციების შეუფერხებელი მუშაობისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** იაპონური სამზარეულოს და სუშის მომზადების ტექნიკის პრაქტიკული ცოდნა
** ზღვის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5/2
** ანაზღაურება: 90 ლარი დღიური
** სამუშაო ადგილი: სასტუმრო "ხედი", თბილისი

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი და ფიტპასი;
** უფასო კვება სასტუმროს პერსონალის სასადილოში;

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@khedihotel.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სუშის მზარეული"

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია