Робота для біженців з України
უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანიის შესახებ: სასტუმრო "ხედი" (Khedi Hotel) წარმოადგენს 4-ვარსკვლავიან, პრემიუმ კლასის ლოკაციას თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში. სასტუმრო აერთიანებს 57 დახვეწილ ნომერს და 2 მაღალი კლასის რესტორანს.

პოზიცია: უსაფრთხოების ოფიცერი

ლოკაცია: თბილისი, ავლაბარი
კომპანია: სასტუმრო "ხედი" (Khedi Hotel)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გრაფიკი: 2/2, 12-საათიანი ცვლა ან 4 დღეში ერთხელ 24 სთ ცვლა

სასტუმრო მოიცავს:

** 57 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს;
** პანორამულ რესტორანს;
** სუში-ბარს;
** საკონფერენციო და ღონისძიებების დარბაზებს;
** ფიტნეს კლუბსა და სპას.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებების (CCTV, სიგნალიზაცია და სხვა) გამართული მუშაობის მონიტორინგი;
** სასტუმროს ტერიტორიის პერიოდული შემოვლა და მონიტორინგი;
** უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
** საგანგებო სიტუაციებში მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევა;
** მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვა;
** გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ანგარიშგება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სასტუმროს ან მომსახურების სფეროში);
** უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
** პირველადი დახმარების სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინა და სანდოობა;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარებისა შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** კვებით უზრუნველყოფას.
** ფიტპასს და ჯანმრთელობის დაზღვევას.

განაცხადის წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@khedihotel.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: "უსაფრთხოების ოფიცერი".

პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის და ინახებოდეს ერთი წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე