|
დასახელება:
ბიზნესის განვითარების სპეციალისტის სტაჟირება
|
| მომწოდებელი:
enagram.ai
|
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
"ენაგრამი" აცხადებს ბიზნესის განვითარების სპეციალისტის სტაჟირებას AI/Tech კომპანიაში.
გსურს ისწავლო, როგორ იდება სტრატეგიული გარიგებები ხელოვნური ინტელექტის სფეროში?
"ენაგრამი", ქართული AI ტექნოლოგიების ლიდერი, ეძებს ამბიციურ სტაჟიორს ბიზნესის განვითარების გუნდში. ეს არ არის სტანდარტული სტაჟირება — ეს არის შანსი, პირდაპირ ჩაერთო მაღალი დონის მოლაპარაკებებში.
კომპანიის შესახებ:
"ენაგრამი" არის წამყვანი AI-ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქმნის ქართული ენის ციფრულ მომავალს. ჩვენი გუნდი ავითარებს უნიკალურ ენობრივ მოდელებსა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, რომლებიც ბიზნესებსა და სახელმწიფო სექტორს რთული ოპერაციების ავტომატიზაციაში ეხმარება. ჩვენ ვართ იქ, სადაც ინოვაცია ხვდება პრაქტიკულ საჭიროებებს — მეტყველების ტექსტად გარდაქმნიდან (STT) დახვეწილ მედია და სოციალური მედიის მონიტორინგის ტექნოლოგიებამდე. ჩვენი მისიაა, უახლესი ტექნოლოგიები ვაქციოთ რეალურ ბიზნეს-შედეგებად საქართველოში, ქართულ ენაზე.
პირობები:
** ბონუსური სისტემა: ყოველი წარმატებული გარიგებისთვის მიიღებ ფულად ბონუსს.
** მოქნილი გრაფიკი: შესაძლებლობა იმუშაო სახლიდან ან ჩვენს ოფისში - თბილისი, ი. აბაშიძის 34
** რეალური კარიერული ზრდა: წარმატებულ სტაჟიორებს ვთავაზობთ მუდმივ პოზიციას გუნდში და/ან სარეკომენდაციო წერილს.
** ექსკლუზიური ნეთვორქინგი: ურთიერთობა ქვეყნის წამყვანი სექტორების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
** სერტიფიკატი: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი.
რას ველით შენგან:
** გამორჩეულ კომუნიკაციის უნარსა და თავდაჯერებულობას.
** ტექნოლოგიური სფეროს მიმართ ინტერესს
** სწრაფად სწავლის უნარს.
** გამოცდილება არ არის აუცილებელი - მთავარია მოტივაცია!
შენი როლი იქნება:
** B2G და მსხვილი B2B გაყიდვები: მონაწილეობა მოლაპარაკებებში სახელმწიფო უწყებებთან, ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა წამყვან, მსხვილ კომპანიებთან.
** პარტნიორობების მართვა: პოტენციური კორპორატიული კლიენტების იდენტიფიცირება და მათთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზება და პრეზენტაცია.
** ბაზრის ანალიზი: ინდუსტრიის ტრენდების შესწავლა და სტრატეგიული შეთავაზებების მომზადება.
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელმისამართზე: hr@enagramm.com და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
|
|
|
|