Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=720624&print=yes&view=jobs
 
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
შპს "კომპანია ორბიტა" არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციასა და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://WWW.ORBITA.GE

შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** თაროებზე განაწილებული და მაცივრებში არსებული პროდუქციის სასაქონლო სახისა და ვადების შემოწმება და FIFO-ს წესების დაცვა;
** თაროებზე პროდუქციის დალაგებისას პლანოგრამის დაცვა და კონტროლი;
** ხელმძღვანელობისთვის ობიექტზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მუდმივი მიწოდება;
** ობიექტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმართვა პროდუქციის განთავსების პირობებზე;
** ქსელში მარაგის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია კარფურის ქსელში მუშაობის გამოცდილება.

ხელფასი - ფიქსირებული, ხელზე ასაღები (NET) 1000 ლარი + ბონუსი.

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@orbita.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მერჩენდაიზერი თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო პირი: ლაშა კაპანაძე

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "კომპანია ორბიტამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტას" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია